Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდის ბელის დებიუტი საფრანგეთის ზოოპარკში


ცხოველთა მეგობრებმა იციან - ზოოპარკის პირობებში პანდის ბელის დაბადება დიდი იშვიათობაა. ამიტომაც იყო, რომ მაშინვე სენსაციად მოინათლა საფრანგეთის ქალაქ ბოვალის ზოოპარკიდან 4 აგვისტოს გავრცელებული ცნობა პანდის ორი ბელის დაბადების შესახებ (საფრანგეთის ზოოპარკებში ეს პანდის დაბადების პირველი შემთხვევა იყო). ერთმა ახალშობილმა სულ ორ საათს იცოცხლა, მეორე კი (ახლა უკვე ხუთი თვის იუან მენგი) 13 იანვარს პირველად წარდგა ფართო საზოგადოების წინაშე. ბოვალის ასეულობით მნახველთან ერთად პატარა ბელი უკვე მოინახულეს საფრანგეთის ამჟამინდელმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონმა და ფრანსუა სარკოზიმ, ხოლო მისი ნათლია ქვეყნის პირველი ლედი ბრიჟიტ მაკრონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG