Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ცრემლმდენი გაზი იხმარა კლიმატის ცვლილებების აქტივისტების წინააღმდეგ, 29 ნოემბერს, დემონსტრაციის დროს. გამოსვლა წინ უსწრებს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ხვალ იწყება პარიზში, და რომელზეც 140-ზე ქვეყნის ლიდერი ჩავა. პარიზის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და „ცოცხალი ჯაჭვი“ შექმნა იმ მარშრუტის პარალელურად, რომელიც დემონსტრანტებს უნდა გაევლოთ მსვლელობისას, მაგრამ ხელისუფლებამ ნება არ დართო საგანგებო მდგომარეობის გამო. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ. აქტივისტებმა პარიზის რესპუბლიკის მოედანზე მიიტანეს ოცი ათასამდე წყვილი ფეხსაცმელი, როგორც სიმბოლო მათი დემონსტრაციისა. რამდენიმე საათის შემდეგ ორასამდე დემონსტრანტმა სცადა რესპუბლიკის მოედნისკენ გასვლა და მათ პოლიციამ გზა გადაუღობა, მოხდა შეტაკება. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა მათ წინააღმდეგ, ვინც მოედნისკენ წასვლა სცადა და დემონსტრაციის დასაშლელად. ფრანს-პრესი იტყობინება, რომ დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს: „საგანგებო მდგომარეობა-პოლიციური მდგომარეობა“. დემონსტრაციები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გაიმართა ლონდონში, ასევე სიდნეიში, სადაც აქციების მონაწილეები მოუწოდებენ მსოფლიოს ლიდერებს, მეტი გააკეთონ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG