Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალური ინფორმაცია და სოციალური ქსელი


26 მარტს რადიო თავისუფლების დილის საუბრების სტუმარი იყო დიმიტრი გუგუნავა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის სიტუაციური ანალიზის მენეჯერი. მან ილაპარაკა ფეისბუკის სკანდალსა და სოციალური ქსელებით სარგებლობისას თავდაცვის მექანიზმებზე.

გადმოწერა

გასულ კვირაში იუწყებოდნენ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირის მქონე ბრიტანულმა კომპანიამ, Cambridge Analytica-მ პოლიტტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენა Facebook-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას პირად მონაცემებზე დაყრდნობით. დიმიტრი გუგუნავას შეფასებით, ფეისბუკის საქმე უმნიშვნელოვანესია თავისი შინაარსით, ვინაიდან უკავშირდება პერსონალური მონაცემების დამუშავებას, თუმცა ფეისბუკი არ არის ორგანიზაცია, რომელმაც თავად დაარღვია მომხმარებლების უფლებები მათზე მონაცემების შეგროვებით, არამედ აპლიკაციის შემქმნელმა გამოიყენა ფეისბუკის პლატფორმა პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად. დიმიტრი გუგუნავას თქმით, სახიფათო აპლიკაციების გამოყენების და პერსონალური მონაცემების არამიზნობრივად დამუშავების მაგალითები საქართველოშიც გამოვლენილა, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეაგირება მოჰყვა. დიმიტრი გუგუნავა სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდებს იყვნენ ეჭვიანები და აპლიკაციების მოხმარებისას ყურადღება მიაქციონ დასმულ შეკითხვებს, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, თუ საჭიროზე მეტი შეკითხვა დაუსვეს, მიმართონ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ოფისს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG