ბოლო თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იცვლება ავიაბაზების ინფრასტრუქტურა მთელ რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში უკრაინული დრონების იერიშების საფრთხის გამო. ეს დარტყმები მოსკოვს აიძულებს, შეცვალოს სამხედრო თვითმფრინავების ბაზირების ადგილები და მათი დაცვის მეთოდები.
როგორ ცვლის რუსეთი თავის ავიაბაზებს უკრაინული დრონების შიშით
ადრე
ახლა
1
2026 წლის 29 ოქტომბრის ფოტოზე ჩანს გამაგრებული სამალავები რუსულ ავიაბაზა „მილეროვოზე“. იმავე ბაზის იმავე მონაკვეთის ფოტოზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბერშია გადაღებული, აღბეჭდილია სამხედრო თვითმფრინავები დამცავი ნაგებობების შიგნით.
ავიაბაზა „მილეროვო“ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. ის რუსეთის ტერიტორიაზე კიევის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ იქცა. 2022 წლის 25 თებერვალს უკრაინამ ავიაბაზას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.

2
2026 წლის 7 ოქტომბრის ფოტოზე ჩანს სახურვები კურსკის ოლქის „ხალინოს“ აეროდრომის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ხოლო 2021 წლის ნოემბერში გადაღებულ ფოტოზე სამხედრო თვითმფრინავები ბაზის იმავე მონაკვეთზე, ღია ცის ქვეშაა.
ადრე
ახლა
3
მოედანი, სადაც 2026 წლის 28 ოქტომბერს რუსულ ავიაბაზა „ენგელსზე“ სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის საფარი შენდებოდა, და იგივე ადგილი 2021 წლის ნოემბერში.
2022 წლიდან უკრაინამ არაერთხელ დაარტყა უპილოტო საფრენი აპარატებით ავიაბაზა „ენგელსს“. შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენებისთვის ანგარების სამშენებლო სამუშაოები პირველად 2025 წლის დასაწყისში დაფიქსირდა.

4
2026 წლის 23 აგვისტოს ფოტოზე ჩანს საფარი დამცავი ნაგებობების შიგნით რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ყირიმის აეროდრომ „საკიზე“. 2019 წლის აპრილში გადაღებულ ფოტოზე ასახულია ავიაბაზის იგივე ნაწილი.
2025 წლის ივნისში გამოჩნდა აეროდრომ „საკის“ სამალავების კადრები, რომლებიც 2026 წლის ფოტოზე გამოსახულის მსგავსია. ეს ნაგებობები აღწერეს, როგორც „თვითმფრინავების ბეტონის ანგარები“.
2025 წლის ივნისში გამოჩნდა აეროდრომ „საკის“ სამალავების კადრები, რომლებიც 2026 წლის ფოტოზე გამოსახულის მსგავსია. ეს ნაგებობები აღწერეს, როგორც „თვითმფრინავების ბეტონის ანგარები“.
ადრე
ახლა
5
გამაგრებული საფარი რუსულ აეროდრომ „მოროზოვსკზე“ - დაფიქსირებულია 2026 წლის 3 აგვისტოს. იმავე ტერიტორიის ფოტოზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერშია გადაღებული, ჩანს ღია ცის ქვეშ, დამცავ ნაგებობებს შორის განთავსებული თვითმფრინავები.
ბაზა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
ბაზა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
ადრე
ახლა
6
2026 წლის 26 აგვისტოს ფოტოზე ჩანს რამდენიმე საფარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის აეროდრომ „ბელბეკზე“. 2021 წლის ოქტომბერში კი იმავე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამხედრო თვითმფრინავების მწკრივი ჩანს.
ადრე
ახლა
7
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის აეროდრომ „გვარდეისკოეს“ ნაწილი 2026 წლის 11 ოქტომბერსა და 2014 წლის მაისში გადაღებულ ფოტოებზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარე აეროდრომი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად გადააკეთეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარე აეროდრომი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად გადააკეთეს.