საგანგებო კომისიამ გამოაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შიდა ფოტოკონკურსის შედეგები. 81 კონკურსანტისგან შეირჩა 3 გამარჯვებული და კიდევ 9 ფინალისტი. გამარჯვებული ფოტოების გამოვლენის კრიტერიუმი იყო შინაარსის ხარისხი, ესთეტიკური მხარე და ტექნიკური უნარები. კონკურსის თემა იყო ურთიერთმიმართება ტექნოლოგიასა და გარემოს შორის. კონკურსში მონაწილეობდა მსოფლიოს ბევრ კუთხეში გადაღებული ფოტოები - მათ შორის ავღანეთში, პაკისტანში, ტაჯიკეთში, კოსოვოში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უკრაინაში, აშშ-ში და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსის, „ტექნოლოგიის და გარემოს“ გამარჯვებულები
11
ფინალისტი ფოტო: „დამანებეთ თავი ჩემს საავადმყოფოში“: ფოტოგრაფის ობიექტივში იყურება მაწანწალა კატა, რომელიც თავს აფარებს ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიას მინსკში. (იაჰორ მაიორჩუკი, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური, მინსკის ბიურო)
12
ფინალისტი ფოტო: „ალპები და თვითმფრინავი". თვითმფრინავიდან მზიან დღეს დანახული ალპები. (არკადი პილდესი, რადიო თავისუფლების ინტერნეტ-ტექნოლოგიის განყოფილება).