2003 წლის 19 მარტს აშშ-ის ჯარებმა ერაყის ომში განახორციელეს პირველი საჰაერო დარტყმები, რომელთა სამიზნე ერაყის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები იყვნენ. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია ერაყში 10 წლის წინ დაწყებული ინტერვენციის ზოგიერთი ყველაზე დრამატული მომენტი.
2003 წელს ერაყში ინტერვენციის ფოტოები

1
ერაყის დედაქალაქში დაგეგმვის სამინისტროს შენობიდან კვამლი ამოდის აშშ-ის სამხედრო რეიდების დაწყებიდან მეორე დღეს. 2003 წ. 20 მარტი.

2
ერაყში ჯარების შეყვანამდე აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვებოდა. სურათზე: სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზენტაციისას. 2003 წ. 5 თებერვალი.

3
საიერიშოდ აღჭურვილი აშშ-ის საზღვაო მედესანტეები პოზიციებს იკავებენ ჩრდილოეთ ქუვეითში, ერაყის საზღვრის მახლობლად. 2003 წლის 18 მარტი.

4
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ოვალური ოფისიდან სატელევიზიო მიმართვისას აცხადებს ერაყის წინააღმდეგ იერიშის დაწყების შესახებ. 19 მარტი.

5
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების F18 ქუვეითში მდებარე ბაზიდან იღებს სტარტს ერაყში საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. 2003 წ. 20 მარტი.

6
სპარსეთის ყურეში განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Bunker Hill-ი "ტომაჰოკის" ტიპის პირველ რაკეტას უშვებს ერაყის მიმართულებით. 2003 წ. 20 მარტი.

7
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერიშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან თქვა: "ბოროტმოქმედმა პატარა ბუშმა დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე."

8
აფეთქება ბაღდადში 20 მარტს, პირველი მასირებული იერიშის დროს.

9
ერაყის მმართველი ბაათის პარტიის შეიარაღებული ძალების წევრები აშშ-ის იერიშების დროს 20 მარტს.

10
აშშ-ის ჯარისკაცები პოზიციებს იკავებენ მას მერე, რაც ერაყმა ქუვეითს რაკეტები დაუშინა.