8 აპრილს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და კონსერვატორული პარტიის ყოფილი ლიდერი მარგარეტ თეტჩერი. მისი წარმომადგენლის, ლორდ ბელის თქმით, თეტჩერის ოჯახმა დიდი მწუხარებით გამოაცხადა, რომ ის "უდრტვინველად გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ." თეტჩერი მრავალი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა. "რკინის ლედიმ", როგორც მას შეარქვეს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რკინის ფარდის დანგრევაში. თეტჩერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი იყო და სამ არჩევნებში აქვს მოვოპებული გამარჯვება, ქვეყანას მართავდა 1979-დან 1990 წლამდე, რაც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადაა XIX საუკუნის დამდეგიდან მოკიდებული.
მარგარეტ თეტჩერი: "რკინის ლედი" სურათებში

1
მარგარეტ თეტჩერი დენის თეტჩერზე დაქორწინდა ლონდონში 1951 წლის დეკემბერში.

2
მარგარეტ თეტჩერი 1970 წელს, როცა ის ედვარდ ჰითის მთავრობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო.

3
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერის (მარჯვნივ) შეხვედრა მარგარეტ თეტჩერთან ლონდონში. 1975 წლის თებერვალი.

4
მარგარეტ თეტჩერი ესაუბრება ისრაელის პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირს (მარცხნივ). თელ-ავივი, 1976 წ.

5
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი დაუნინგ სტრიტ 10-ში მიდის და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების შესრულებას იწყებს. 1979 წლის 4 მაისი.

6
მარგარეტ თეტჩერი საუდის არაბეთის მეფე ფაჰდ ბინ აბდულ აზიზს ხვდება ლონდონში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში.

7
მარგარეტ თეტჩერი ლონდონში. 1979 წლის აპრილი.

8
მარგარეტ თეტჩერი პატივს მიაგებს იუგოსლავიის გარდაცვლილ ლიდერს, მარშალ ტიტოს. ბელგრადი, 1980 წლის მაისი.

9
მარგარეტ თეტჩერი მეუღლესთან, დენისთან ერთად პორტ სტენლიში, ფოლკლენდის კუნძულებზე მოულოდნელი ხუთდღიანი ვიზიტის დროს 1983 წლის იანვარში.

10
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი და პრემიერ-მინისტრი როლან დიუმა (მარცხნივ) მარგარეტ თეტჩერს ეგებებიან პარიზში, ელისეს სასახლის წინ. 1984 წ.