Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვისწავლეთ პირველი მსოფლიო ომის გაკვეთილები

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი გავიდა და ისტორიკოსები დღემდე დაობენ მისი დაწყების მიზეზებზე. ამავე დროს, ასი წლის წინანდელი ამბები დღესაც აქტუალურია, რადგან, ზოგის აზრით, ვითარებას დღევანდელ მსოფლიოში ბევრი საერთო აქვს პირველი მსოფლიო ომის წინანდელ ევროპასთან. რადიო თავისუფლების ბალკანეთის სერვისის კორესპონდენტმა დრაგან სტავლიანინმა ამ პერიოდის წამყვან მკვლევრებს ჰკითხა, თუ როგორ დაიწყო, მათი აზრით, კატასტროფული კონფლიქტი და შეიძლება თუ არა პარალელების გავლება დღევანდელ ვითარებასთან.

ანიკა მომბაუერი, ლონდონის ღია უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი და პირველ მსოფლიო ომზე დაწერილი არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი, მიიჩნევს, რომ ერთი ქვეყნისაკენ გადაჭრით თითის გაშვერა არ შეიძლება. ომს მთელ ევროპაში ელოდნენ, ხშირად სულმოუთქმელადაც:

„ევროპის ბევრი ლიდერი და ჩვეულებრივი მოქალაქეც მიიჩნევდა, რომ ადრე თუ გვიან ომი დაიწყებოდა. ამის მიზეზი სოციალური დარვინიზმიც იყო - რწმენა, რომ დიდ ძალას საბოლოოდ მოუწევდა დაპირისპირება სხვა ძალებთან და მათი დამარცხება, რათა დიდი ძალის სტატუსი შეენარჩუნებინა. ევროპაში ბევრ ლიდერს უნდოდა ომი და მათი მოძებნა არც ერთი დიდი ძალის დედაქალაქში არ გაჭირდებოდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი მართლაც თავს იყრიდა ვენასა და ბერლინში. ბევრგან გაიგებდით: „აჰ, ნეტავ ომი მანამდე დაიწყებოდეს, ვიდრე მე პენსიაში გავალ““.

თუ პასუხისმგებელ პირთა სიას ჩამოწერ, ის ყოველთვის დაიწყება ულტიმატუმით, რომელიც ვენის მთავრობამ გაუგზავნა სერბებს და, რაც მთავარია, კარტბლანშით, რომელიც მას გერმანიამ მისცა...
გერჰარდ ჰირშფელდი

პირველ რიგში ვენასა და ბერლინს ახსენებს გერჰარდ ჰირშფელდიც, შტუტგარტის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და ავტორი წიგნისა „გერმანია პირველ მსოფლიო ომში“:

„თუ პასუხისმგებელ პირთა სიას ჩამოწერ, ის ყოველთვის დაიწყება ულტიმატუმით, რომელიც ვენის მთავრობამ გაუგზავნა სერბებს და, რაც მთავარია, კარტბლანშით, რომელიც მას გერმანიამ მისცა. გერმანიამ ვენას უთხრა, რაც გინდათ, ქენით, ოღონდ სერბეთის საკითხი საბოლოოდ გადაჭერითო. ისინი მე-19 საუკუნის ტიპის ტრადიციულ ომს ელოდნენ, თუმცა მიიღეს ახალი ტიპის ომი, რომელიც მათთვის ყოვლად გაუგებარი აღმოჩნდა“.

სხვა მკვლევართა აზრით კი, მხოლოდ გერმანიისა და ავსტრიის დადანაშაულება არასწორი იქნებოდა. ჯოერნ ლეონარდი, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და ავტორი წიგნისა „პანდორას ყუთი: პირველი მსოფლიო ომის ისტორია“, ამბობს, რომ არ არსებობს რაღაც განსაკუთრებული გერმანული დანაშაული და საჭიროა იმდროინდელი ვითარების უფრო სიღრმისეული ანალიზი:

„მე მგონი, ამ მსჯელობას დანაშაულის გრძნობაზე ომთან დაკავშირებით არასაჭირო მორალური სარჩული აქვს და ახლა უფრო უტყუარი ისტორიული ანალიზი გვჭირდება. და თუ ამ ანალიზს მივყვებით, ვნახავთ, რომ ბევრი სხვადასხვა პასუხისმგებლობა გამოიკვეთება. გერმანიის მიერ ავსტრიისთვის მიცემული კარტბლანში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასევე მნიშნელოვანი იყო რუსეთის კარტბლანში, სერბებისთვის მინიჭებული, რის გარეშეც სერბები ულტიმატუმს ვერ გასცემდნენ ისეთ პასუხს, როგორიც გასცეს. ამას ემატება ასევე ერთგვარი კარტბლანში, რომელიც საფრანგეთმა მისცა რუსეთს“.

კი, ვშიშობ, რომ, პესიმისტურად თუ მივუდგებით, პარალელების დანახვა შესაძლებელია. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ ვითარებას უკრაინაში ან ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოვლენები შეიძლება საშინლად განვითარდეს. ეროვნული ღირსების შელახვის ერთი ინციდენტი და ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს...
ჯონ კეიგერი

სწორია თუ არა პარალელების გავლება 1914 წლის ზაფხულსა და 2014 წლის ზაფხულს შორის? შეიძლება, ვთქვათ, ვითარებამ უკრაინაში ან დაძაბულობამ ჩინეთსა და იაპონიას შორის შეასრულოს ერთგვარი დენთის კასრის როლი და ახალი მსოფლიო კონფლიქტი გამოიწვიოს? ისტორიკოსთა აზრები ამ თემასთან დაკავშირებით იყოფა. ჯონ კეიგერის, კემბრიჯის უნივერსიტეტის ევროპის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათ პროფესორის, აზრით, მსგავსება იმდროინდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის, მართლაც, იკვეთება:

„კი, ვშიშობ, რომ, პესიმისტურად თუ მივუდგებით, პარალელების დანახვა შესაძლებელია. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ ვითარებას უკრაინაში ან ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოვლენები შეიძლება საშინლად განვითარდეს. ეროვნული ღირსების შელახვის ერთი ინციდენტი და ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს... ისეთივე ინციდენტი, როგორიც იყო ფრანც ფერდინანდის მკვლელობა. წინასწარ განსაზღვრა ძნელია, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, უკრაინაში რუსეთის ელჩი რომ მოკლან? რა შეიძლება მოჰყვეს ამას?“

ანიკა მომბაუერის აზრით კი, პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები წარსულს ითვალისწინებენ. მისი აზრით, ისტორიის გაკვეთილების ცოდნა დღეს ადვილი შესამჩნევია:

„არ ვიცი, რამდენად ვსწავლობთ ყველა ამ გაკვეთილს, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ, რადგან ამწუთას ევროპაში დიდი ომი არ მინდინარეობს. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ, მართლაც, ვსწავლობთ ისტორიისგან და ვითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას. მაგრამ არა მგონია, შეიძლებოდეს წარსულში მომხდარი კრიზისი დღევანდელ კრიზისს პირდაპირ შევადაროთ“.

პირველი მსოფლიო ომი: სიცოცხლისა და სიკვდილის სცენები

დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანან გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ფრანგ ჯარისკაცებს ნებდებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სანგართან.
1/17 დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანან გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ფრანგ ჯარისკაცებს ნებდებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სანგართან.
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანან ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც 155 მმ-იან ჭურვს ისვრიან სანგრიდან ფრონტის ხაზის მიმართულებით. 
2/17 დაუთარიღებელ ფოტოზე ჩანან ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც 155 მმ-იან ჭურვს ისვრიან სანგრიდან ფრონტის ხაზის მიმართულებით. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ფრანგი ველოსიპედისტები აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტის კავალერიიდან. 22 სექტემბერი, 1915. 
3/17 ფრანგი ველოსიპედისტები აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტის კავალერიიდან. 22 სექტემბერი, 1915. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
გერმანიის გაზის შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე, რომელიც რუსმა პილოტმა გადაიღო. 1916 წლის ფოტოს სათაურია "გერმანული საშიშროება ჰაერიდან". 
4/17 გერმანიის გაზის შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე, რომელიც რუსმა პილოტმა გადაიღო. 1916 წლის ფოტოს სათაურია "გერმანული საშიშროება ჰაერიდან". 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
იტალიელი "არდიტი", ანუ ელიტური ქვედანაყოფის ჯარისკაცები აირწინაღებით. 
5/17 იტალიელი "არდიტი", ანუ ელიტური ქვედანაყოფის ჯარისკაცები აირწინაღებით. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
დაუთარიღებელ ფოტოზე ასახულია ფრანგი ჯარისკაცები, რომლებსაც 95 მმ-იანი ქვემეხი გადააქვთ საფრანგეთის უცნობ ადგილას. საფრანგეთის არმიის ჯავშნოსანი კავალერიის ვიკონტმა შეაგროვა ასობით ფოტო, რომლებიც მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. 
6/17 დაუთარიღებელ ფოტოზე ასახულია ფრანგი ჯარისკაცები, რომლებსაც 95 მმ-იანი ქვემეხი გადააქვთ საფრანგეთის უცნობ ადგილას. საფრანგეთის არმიის ჯავშნოსანი კავალერიის ვიკონტმა შეაგროვა ასობით ფოტო, რომლებიც მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები პოზირებენ აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე განლაგებულ სანგარში. ვიკონტის კოლექციიდან. 
7/17 დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები პოზირებენ აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე განლაგებულ სანგარში. ვიკონტის კოლექციიდან. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
სერბეთის მეფე პეტრე პირველი (მარცხნივ, ურემზე) და მისი ჯარი უკან იხევს გერმანიის მიერ სერბეთში შეჭრის შემდეგ. ნოემბერი, 1915.
8/17 სერბეთის მეფე პეტრე პირველი (მარცხნივ, ურემზე) და მისი ჯარი უკან იხევს გერმანიის მიერ სერბეთში შეჭრის შემდეგ. ნოემბერი, 1915.
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
დაუთარიღებელ ფოტოზე ასახულია გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ვერდანის ბრძოლის დროს. ისინი ჩხრეკისათვის ემზადებიან. 
9/17 დაუთარიღებელ ფოტოზე ასახულია გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ვერდანის ბრძოლის დროს. ისინი ჩხრეკისათვის ემზადებიან. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
პასტორი მესას ატარებს ფრანგი ჯარისკაცებისათვის აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე, 1915 წელს. ვიკონტის კოლექციიდან. 
10/17 პასტორი მესას ატარებს ფრანგი ჯარისკაცებისათვის აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე, 1915 წელს. ვიკონტის კოლექციიდან. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ბრიტანული მიწური საველე სიმაგრე გერმანიის გაზის შეტევის შემდეგ. 19 ივლისი, 1916. 
11/17 ბრიტანული მიწური საველე სიმაგრე გერმანიის გაზის შეტევის შემდეგ. 19 ივლისი, 1916. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ამერიკული ფორდი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანად გამოიყენებოდა, ბელგიის განადგურებული სოფლის შუაგულში დგას. სექტემბერი, 1918. 
12/17 ამერიკული ფორდი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანად გამოიყენებოდა, ბელგიის განადგურებული სოფლის შუაგულში დგას. სექტემბერი, 1918. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
რუსეთის ქვეითი ჯარი.
13/17 რუსეთის ქვეითი ჯარი.
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ფრანგი ჯარისკაცები თანამებრძოლების გვამებს აგროვებენ საფრანგეთის ქალაქ ვერდანთან. 1 ოქტომბერი, 1917. 
14/17 ფრანგი ჯარისკაცები თანამებრძოლების გვამებს აგროვებენ საფრანგეთის ქალაქ ვერდანთან. 1 ოქტომბერი, 1917. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები სადილს შეექცევიან ჩრდილოეთ საფრანგეთში. ვიკონტის კოლექციიდან. 
15/17 დაუთარიღებელ ფოტოზე ფრანგი ჯარისკაცები სადილს შეექცევიან ჩრდილოეთ საფრანგეთში. ვიკონტის კოლექციიდან. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ძაღლს ბელგიური ტყვიამფრქვევი გადააქვს ჩრდილოეთ საფრანგეთში. დაუთარიღებელი ფოტო. 
16/17 ძაღლს ბელგიური ტყვიამფრქვევი გადააქვს ჩრდილოეთ საფრანგეთში. დაუთარიღებელი ფოტო. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ფრანგი ოფიცერი ახლადგათხრილი საფლავების თავზე დგას აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე. 19 დეკემბერი, 1916. 
17/17 ფრანგი ოფიცერი ახლადგათხრილი საფლავების თავზე დგას აღმოსავლეთი საფრანგეთის შამპანიის ფრონტზე. 19 დეკემბერი, 1916. 
1914 წლის 28 ივლისს ავსტრო-უნგრეთის ჯარებმა მოახდინეს პირველი გასროლა, რითაც ოფიციალურად დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ კონფლიქტის შედეგად 16 მილიონზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ომის დროს გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტოები ასი წლის შემდეგაც ინარჩუნებენ ემოციურ მუხტს. ამ გალერეაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
Previous slide
Next slide

თუმცა, სხვა ისტორიკოსების აზრით, წარსულის გაკვეთილების სწავლა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ხშირად ადამიანები გაკვეთილებს არასწორად სწავლობენ. ამ აზრზეა, მაგალითად, შონ მაკმიკინი, სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი და პირველ მსოფლიო ომზე დაწერილი ორი წიგნის ავტორი:

„ისტორია ზუსტად არასოდეს მეორდება. შეიძლება გავავლოთ პარალელი ჩინეთსა და 1914 წლის გერმანიას შორის, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩინეთი შეიძლება იმდროინდელი რუსეთის ანალოგი იყოს. 1914 წელს რუსეთის ეკონომიკა წელიწადში 9 პროცენტით იზრდებოდა. სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება: ტრადიციული ისტორიოგრაფიის აზრით, მაშინდელი ევროპის დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთის ძალის ზრდა იწვევდა და არა გერმანიისა. ასე რომ, ხანდახან, როდესაც ისტორიის გაკვეთილის სწავლა გვინდა, არასწორად ვავლებთ ხოლმე პარალელებს და, საბოლოოდ, გაკვეთილს არასწორად ვსწავლობთ“.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG