Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტის სრული წარმადობით ფუნქციონირება თვის ბოლოს აღდგება


ფოთის პორტი
ფოთის პორტი

ფოთის ნავსადგური უამინდობის გამო შეფერხებებით მუშაობს. წლევანდელი ზამთრის მკაცრი მეტეოპირობების გამო, 3 დეკემბერს, ღამით, ძლიერი შტორმის შედეგადფოთში ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია. მდინარე რიონის ადიდებამ ზღვაში დიდი რაოდენობის ნაშალი მასალისა და ქვა-ღორღის ჩატანა გამოიწვია. შედეგად, ფოთის ნავსადგურში წყლის სიღრმე 5 მეტრამდე შემცირდა. ასეთი მოცულობის ქვა-ღორღის შეტანის ფაქტი და სტიქიური მოვლენები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეტეოროლოგებს არ ახსოვთ.

„სტიქიიდან გამომდინარე, დღეს ფოთის პორტი სრული წარმადობით ვერ ფუნქციონირებს. ტვირთების ნაწილის გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა და მათთან 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. თვითონ პორტის ხელმძღვანელობაც აქტიურადაა ჩართული ფოთიდან გადამისამართებული გემების მომსახურების პროცესში. მენეჯმენტი ცდილობს გადააწყოს მისი რესურსებიგემების დროული მომსახურების მიზნით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა.

ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანიის, „APM ტერმინალსის“, კომერციული დირექტორის ინფორმაციით, 7 მეტრამდე არხის გასაღრმავებლად, დაახლოებით, 10 000 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, ხოლო 9 მეტრამდე - დამატებით, 60 000 კუბური მეტრის. ამისთვის კომპანიასბულგარეთიდან სპეციალურიტექნიკაშემოჰყავს.

მანამდე კი გემებს ბათუმის ნავსადგური ემსახურება, რათა პრობლემები არ შეექმნას ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც ფოთის პორტის მომსახურებაზეა დამოკიდებული.

ექსპედიტორების თქმით, სამუშაოები სათანადოდ არ სრულდება და პორტი პრაქტიკულად გაჩერებულია, რასაც მათთვის დიდი ზარალი მოაქვს. იმპორტიორების თქმით, პორტში თვის დასაწყისიდან გაჩერებულია მალფუჭებადი ტვირთებიც, რომლებიც უკვე უვარგისია გამოსაყენებლად. მათივე განცხადებით, პორტის მესვეურები ამგვარ საშიშროებაზე უნდა ფიქრობდნენ და მუდმივ მონიტორინგს ატარებდნენ, პორტის მფლობელი კომპანია პორტის განვითარების მიმართულებით მეტ ინვესტიციას უნდა ახორციელებდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ, მათი გეგმით, 29 დეკემბრისთვის ფოთის პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირება უნდა აღდგეს. ნავარაუდევია, რომ პორტის გაჩერება აზარალებს არა მხოლოდ კონკრეტულ იმპორტიორებსა და ექსპედიტორებს, არამედ მთლიანად ეკონომიკას. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პორტი დაგეგმილ ვადებში ამუშავდა, ცხადია, რომ იგი ვერ შეძლებს მიმდინარე წელს რეიდზე მდგარი ყველა გემის მიღებას და ტვირთების დამუშავებას. შესაბამისად, დიდი რაოდენობით ტვირთი ვერ განბაჟდება, რის გამოც ბიუჯეტს ამ მიმართულებით განსაზღვრული შემოსავლები დააკლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG