Accessibility links

პრაღაში დააკავეს აშშ-ის წინააღმდეგ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე


პრაღაში პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ-ის წინააღმდეგ ჰაკერობაში. პოლიციის პრესმდივანმა 18 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ გაუმხელიათ, ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დააკავეს. ოპერაცია განხორციელდა 5 ოქტომბერს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად. პოლიცია იუწყება ასევე, რომ ეჭვმიტანილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ახლა ჩეხეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ექსტრადიციის საკითხზე. ვაშინგტონს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმების მოწყობაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG