Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემია, დანამატი თუ ორივე


ავტორი: მარიამ აგულაშვილი

რა განსხვავებაა პრემიასა და დანამატს შორის?! ეს არის უბრალოდ სიტყვების თამაში თუ რეალური პრობლემა?

პრემია-დანამატების თემა ერთ-ერთი აქტუალური პოლიტიკური თემაა. ბევრი დაიწერა ამ თემაზე და გადაცემებიც კი მიეძღვნა. რამდნეიმე თვის წინ ჩვენმა პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხვილვა დაიწყო რომლის თანახმადაც სიტყვა“ პრემია„ ჩანაცვლდება-„ ჯილდოთი“. მხოლოდ ეს პრობლემა გვქონდა დარჩენილი და ისიც მოგვარდება. ამ კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაშიც. თუმცა პარლამნეტში უმრავლებას მტკიცედ სწამს, რომ „პრემია“ „დანამატი“ და „ჯილდო“ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შინაარსის სიტყვებია. ჯილდო ამ შემთვევაში უფრო მეტად წამახასილებელი ხასიათისაა და ეს შეიძლება იყოს ფულადი ჯილდო ან და მოტივაციის ასამაღლებლად შესაძლოა ჯილდოს სახით საჯარო მოხელემ სიტყვიერი მადლობა მიიღოს გაწეული სამსახურისთვის და განსაკუთრებული მონდომებისთის. რაც შეეხება სახელფასო დანამატს იგი „გაიცემა მხოლოდ ორი მოცემულობის შემთვევაში: ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და დამატებითი ფუნქციური დატვირთვა“ ასეთია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროის განმარტება. რაც შეეხება სახელფასო დანამატს წლიური ხელფასის მაქსიმუმ 10%-ით განისაზღვრება.

უნდა ვაღიაროთ საქართველოში მინისტრებს არც ისე მაღალი ანაზღაურება აქვთ, მსგავსი შემოსავალი შესაძლოა კერძო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს ქონდეს რომელსაც არც ისეთი დატვირთული სამუშაო პირობები და დიდი პასუხიმგბელობა არ აქვთ ქვეყნის წინაშე როგორც თავად მინისტრებს. საქმე ძალიან ბევრია და ამ საქმის ხარისხიანად შერულებას სჭირდება მოტივაცია. ბუნებრივია როცა ხელფასი და შესრულებული საქმე ერთმანეთის არაპროპორციულია და ამ შემთვევაში ანაზღაურება ჩამორჩება გაწეულ საქმეს, შესრულებული სამუშაოს ხარისხიც დაბლა იწევს.

ბოლო წლების გამნმავლობაში ძალიან პოლულარული გახდა საკუთარ თავზე პრემიების გამოწერა, თან ისეთი სოლიდური პრემიების რომელებიც რამდენჯერმე აღემტებოდნენ თავად ყოველთვიურ ხელფასებს, უბრალოდ წარმოუდგენელია როცა ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა მინისტრმა საკუთარ თავს 30ჯერ ან 40ჯერ გამოუწერს პრემია. მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართვამ და დაინტერსებამ ამ საკითხში აიძულა საქართველოს პარლამენტი რომ მიეღო ახალი რეგულაციები და შეზღუდვები პრემიების გამოწერასთან დაკავშრებით. რეგულაციებმა იმუშავა თუმცა პრემიები, რომელსაც უკვე ნეგატიურ კონტექსტში იყენებდა მასმედია, ჩანაცვლდა ახალი სიტყვა დანამატით. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ პრემიებმა რიცხობრივად იკლო და დანამატებმა იმატა. მათი მნიშვნელობის განსაზღვრება კანონმდებლობაში სხვდასხვაგავრია, მაგრამ საერთო მაინც საერთო აქვთ პრემიაც და დანამატიც ფულია. 2017 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სიტყვა პრემია საერთოდ იქნა ამოღებული. ბუნებრივია საქართველო რომ იყოს ისეთი სახელმწიფო სადაც ეკონომიკური ზდრის მაჩვენებელი მაღალია, არ არის ასეთი მძიმე სოციალური ფონი, უმუშებვრობის დონე დაბალია ასეთი გამოხმაურება არ მოყვებოდა არც საზოგადოებიდან და არც მასმედიისგან, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროპული ტიპის ქვეყნისაგან.

მოკლედ ,რა თქმა უნდა დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, საქართველო ახალი დემოკრატიის ქვეყანაა და ამ მხრივ კიდევ უამრავი რეფორმაა გასატარებლი, განვითრება და პროგრესი კი ერთ დღეში არ მიიღწევა. პრემია/ დანამატების თემა კი იმედია მალე აღარ იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ხელისუფლება ისეთ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირება როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკური წინსვლა, უმუშევრობის დაძლევა, ლარის გამყარება და ა.შ. ვიდრე დრო იმაზე ფიქრში გაატარონ რა რაოდენობის პრემია გამოუწერონ საკუთარ თავს თვის ბოლოს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG