”კვირის ქრონიკა” მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს: ” ’პოპკორნის’ აპარატი ხომ გინახავთ? ბატიბუტად რომელი სიმინდი გადაიქცევა პირველად, ხომ არ იცი?.. 25 გამომძიებელი პროკურატურაში ზის, დღე და ღამეს აერთიანებს და მუშაობს. მიდის საქმეების ინტენსიური შესწავლა ყველა მიმართულებით... რომელიც იტყვის პირველი, რომ თემა მომზადებულია, ის იქნება ჩვენი შემდეგი თემა”, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი ”კვირის ქორნიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ის ბოლო დროს დაკავებულ პირებზე ამბობს: ”ეს ”კუდის” 12 თანამშრომელი, რომლებიც დავაკავეთ, დაკითხვის დროს გაოცებულები გვეკითხებოდნენ, არ უნდა გვცემოთო?!”.
”კვირის ქრონიკის” ფურცლებიდან არჩილ კბილაშვილს მოწმეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში კონკრეტული პირის ჩასმის თხოვნით მიმართავს სასულიერო პირი - მამა ელიზბარი. მასთან ინტერვიუში ლაპარაკია ნათელა მოდებაძეზე, რომელიც, რესპონდენტის მონათხრობის თანახმად, თავის დროზე ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში მიტანის მოწმე გახდა. ”კვირის ქრონიკის” რესპონდენტი ამბობს, რომ მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ის პირდაპირ დაადებს ხელს ”ვინც ჟვანიას ცხედარი ბინაში შეასვენაო!”. ინტერვიუს სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანთან ”კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს ბევრს წაიკითხავთ ”ასავალ-დასავალში”. გაზეთში რაულ უსუპოვის მამასთან ინტერვიუ ქვეყნდება. იაშარ უსუპოვი დეტალურად იხსენებს მაშინდელ ამბებს და მისი ყველა არგუმენტი მკვლელობის ვერსიას ამყარებს. ის ამბობს, რომ მის შვილს კისერზე ვიწრო შავი ზოლი, მკერდზე კი ორი ნანემსარი ეტყობოდა, რაც ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო ასახული. იაშარ უსუპოვი ინტერვიუში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მაშინდელი ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმესაც ახსენებს და ამბობს, რომ ის ჟვანიას საქმეს შეეწირა. ”ასავალ-დასავლის” შემდეგ გვერდზე კი ლევან სამხარაულის მამასთან - ვანო სამხარაულთან ინტერვიუს წაიკითხავთ: ”დღეს გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ხელმოსაჭიდი გაჩნდა რამე და გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩემი შვილი თავიდან მოიშორეს, ამას არავითარ შემთხვევაში არავის ვაპატიებო”, ამბობს ლევან სამხარაულის მამა. ის ასევე იხსენებს, რომ ლევან სამხარაული საქართველოდან წასვლის სურვილს გამოთქვამდა. – ”რატომ ამბობდა ამას, ვერ ვხვდებოდი”, - ამბობს ვანო სამხარაული ”ასავალ-დასავლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები მიმდინარე კვირაში პროკურატურას წარუდგენენ მასალას, რომელიც არა მარტო ფოტორეპორტიორების უდანაშაულობას დაადასტურებს, არამედ ”ბევრ სხვა, მათ შორის, მრავალ ცნობილ საქმესთან” იქნება დაკავშირებული. ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი, გიორგი აბდალაძე, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირები მათთვის საფრთხის შემცველი მასალის განადგურებას შეეცადონ: ”ვინც ჩემს დაკითხვას აწარმოებდა, ის ადამიანები დღესაც კუდის თანამშრომლები არიან და მუშაობენო”, უთხრა აბდალაძემ ”მთელ კვირას”.
”კვირის პალიტრა” აგრძელებს ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ლევან მამალაძესთან ინტერვიუს ბეჭდვას: ”სააკაშვილმა მოიყვანა ”კვარციტში” მიხეილ მაჭავარიანის ძმა და მერე ბიძამისი. სწორედ ბიძამისის წყალობით გახდნენ რუსები ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მეპატრონეები”.
””მადნეული” - იაფი საგანძური” - ეს არის დღეს ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი პუბლიკაციის სათაური. სტატიაში წაიკითხავთ ”მადნეულის” პრივატიზაციის პროცესის დეტალებზე, წარმოებით გამოწვეულ დაბინძურებასა და საწარმოს ხელმძღვანელობაში ინტერესთა კონფლიქტზე.
”ვერსია” წერს: ”პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი სააკაშვილზე გასვლას და მისთვის მოსმენების საქმეზე ბრალის წაყენებას აპირებსო. ახლა მთელი ზეწოლა ხიზანიშვილზე განხორციელდება. ძალოვან სტრუქტურებში პრივატულად უკვე მიანიშნებენ, რომ ივანიშვილის გარემოცვაში მიშას დაჭერა სურთ. ამისთვის კი, პროცედურულად ჯერ იმპიჩმენტია აუცილებელი”.
”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში დღეს 2008 წლის ომის დეტალებს იხსენებს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ავთანდილ ფილიევი. ინტერვიუს ქვესათაურია - ”ომი, კაპიტულაცია თუ სამშობლოს ღალატი”.