სერგეი პროკოფიევი 60 წლის წინ გარდაიცვალა, 1953 წლის 5 მარტს, მაგრამ გამოჩენილი რუსი კომპოზიტორის სიკვდილს საბჭოთა კავშირში დიდი ყურადღება არ მიუპყრია. ის ჩრდილში მოაქცია დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალებამ, რომლის შესახებაც იმავე დღეს გამოცხადდა. პროკოფიევის დასაფლავებას სულ რამდენიმე მეგობარი და ნათესავი დაესწრო. მათ ყვავილები ვერ მიიტანეს, რადგან ყველაფერი სტალინთან გამოსათხოვებლად იყო გაყიდული. მაგრამ თუ პროკოფიევის გარდაცვალება უყურადღებოდ დარჩა, ეს არ ეხება მის მუსიკალურ მემკვიდრეობას. ის აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ დიდ კომპოზიტორად, რომლის მოდერნისტული ნაწარმოებებიც კვლავაც აღაფრთოვანებს მსმენელებს.
სერგეი პროკოფიევი: გენიოსი სტალინის ჩრდილში

4
რევოლუციის შემდეგ, პროკოფიევი ვერ ხედავდა დიდ შანსს რუსეთში თავისი ექსპერიმენტული მუსიკისათვის. ის ჯერ სან-ფრანცისკოში გადასახლდა, ხოლო რამდენიმე წელიწადში - პარიზში. შეერთებულ შტატებში დაწერა ოპერა "სამი ფორთოხლის სიყვარული", რომლის პრემიერაც 1921 წელს შედგა.

9
პროკოფიევი (მარცხნივ) 1943 წელს კინორეჟისორ სერგეი ეიზენშტეინთან ერთად. პროკოფიევმა დაწერა მუსიკა ეიზენშტეინის ისტორიული ეპოსების "ალექსანდრე ნეველისა" და "ივანე მრისხანისთვის".

10
1941 წელს პროკოფიევი ევაკუირებულ იქნა მოსკოვიდან, სადაც ცოლი და შვილები დატოვა. ომის პერიოდი მან კავკასიაში გაატარა, იქ დაუახლოვდა მწერალ მირა მენდელსონს. მენდელსონი მასთან თანამშრომლობდა ლიბრეტოზე ოპერისათვის "ომი და მშვიდობა", ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით.

12
1948 წელს პროკოფიევის მოდერნისტული ნაწარმოებები თვალში არ მოუვიდა სტალინის რეჟიმს. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ ისინი დაგმო, როგორც "ფორმალისტური" და "ბურჟუაზიული". პროკოფიევის კომპოზიციების საჯაროდ შესრულება ორი წლით აიკრძალა. მისი მეუღლე, ლინა, რომელთანაც ის გაყრილი იყო, დააპატიმრეს და შრომის ბანაკში გაგზავნეს.