Accessibility links

რა იწვევს ლარის გაუფასურებას და ვინ არის დაზარალებული


უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, გაუფასურებას განაგრძობს. კურსის სწრაფი ვარდნის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 160 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაყიდა, მაგრამ ამან ვარდნა მაინც ვერ შეაჩერა. რა იწვევს გაუფასურებას და ვინ ზარალდება ეროვნული ვალუტის გაუფასურებით?

ბოლო 20 დღის მანძილზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 160 მილიონი დოლარი დახარჯა ლარის კურსის ვარდნის შესაკავებლად. მიუხედავად ამ მასშტაბური ინტერვენციისა, ბანკიც და მთავრობაც ირწმუნება, რომ ფაქტორები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, ამოწურულია და რომ კურსი სტაბილური გახდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ლარის კურსის დაცემა ცრუ მოლოდინებმა და რამდენიმე მსხვილმა ტრანზაქციამ გამოიწვია.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG