რატომ შეწყდა სწავლა დემირელის სკოლაში?
თბილისში, დემირელის კერძო კოლეჯის სამასზე მეტი მოსწავლე 15 სექტემბერს სწავლას ვეღარ განაახლებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. მიზეზად საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი „უხეში კანონდარღვევები“ სახელდება. ამ შეფასებას არ იზიარებს სკოლის დირექცია. ავტორიზაციის შეჩერება დროში დაემთხვა სკოლის ყოფილ მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებულ სკანდალს. იგი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. თურქეთის ხელისუფლება მას პრეზიდენტ ტაიპ რეჯეპ ერდოანის ოპონენტ ფეტულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში სდებს ბრალს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის შერაცხული.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით