Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გამარტივდა თუ გართულდა პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცედურა


საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესი შეიცვალა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელი სასურველ სკოლაში ინტერნეტის საშუალებით უნდა დარეგისტრირდეს. მას კი, ვისთვისაც ინტერნეტი მიუწვდომელია, შეუძლია დახმარებისთვის რაიონულ რესურსცენტრს მიმართოს. თუმცა, როგორც ჩვენი პროგრამიდან შეიტყობთ, ამ წესმა ქვეყნის რეგიონებში გარკვეული სახეცვლილება უკვე განიცადა. კერძოდ, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კომპიუტერი და, შესაბამისად, ინტერნეტი ჯერ არ აქვს, რესურსცენტრების გარდა, დამხმარე რგოლად თავად სკოლები იქცნენ. სოფლებში პირველკლასელებს საჯარო სკოლები არეგისტრირებენ - პირველ ეტაპზე ინტერნეტით, შემდეგ კი უკვე სავალდებულო საბუთებით. გამარტივდა თუ გართულდა პროცედურა? გთავაზობთ რეპორტაჟებს გორიდან, ლაგოდეხიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.
XS
SM
MD
LG