10 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მოქალაქე, ფემინისტი სოფო ტაბატაძე, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "სამართლიანი არჩევნების" მოხალისის სტატუსით აკვირდებოდა.
რით იყო ეს არჩევნები განსხვავებული მოქალაქეებისთვის, სხვა არჩევნებთან შედარებით, რა იწვევს მოქალაქეთა დაბალ აქტივობას და რამდენად სწორად ესმით პოლიტიკურ სუბიექტებს ამომრჩეველთა პრობლემები, რა ტიპის კომუნიკაციაა გამართლებული ამომრჩევლის გულის მოსაგებად და რა მნიშვნელობა აქვს პროგრამული გზავნილების გამართულობას პოლიტიკაში წარმატებისთვის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.