სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება - ”ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში”. კვლევის ავტორებმა უკვე შეაჯამეს პირველი ორი კვირის შედეგები. რა სურათი დაიხატა და რა მნიშვნელობა აქვს ტელეკომპანიების პრიორიტეტების შესაბამისობას საზოგადოების ინტერესთან? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედიის კვლევების ხელმძღვანელი - გიორგი ჯოლოგუა და გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი - ლაშა ტუღუში.
მოახლოებული არჩევნები, საზოგადოების ინტერესი და ტელეკომპანიების პრიორიტეტები

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1