Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი რაგბის ლაურეატები

მორაგბეთა მერვე მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილებად იქცა. 44 დღის განმავლობაში ამ თამაშის მრავალრიცხოვანი მოყვარულები დედამიწის ყველა კონტინენტზე დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს უშეღავათო, დაძაბულ, დინამიკურ ორთაბრძოლებს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში მოპოვებული ორი გამარჯვებით გაახარა თავისი ქომაგები და ახლავე დაიჯავშნა ადგილი მსოფლიოს 2019 წლის ფინალურ ტურნირზე, ხოლო პლანეტის უძლიერესი ნაკრების წოდებას ზედიზედ მეორედ (სულ კი მესამედ) დაეუფლა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი. 1 ნოემბერს ლონდონში გაიმართა იმ მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯების დაჯილდოება, რომლებმაც 2015 წელს განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი. ფოტოგალერეაში გაეცნობით როგორც დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ზოგიერთ ეპიზოდს, ისე ახალზელანდიელი მორაგბეების სამშობლოში გამგზავრების კადრებს. ფოტოები გადაღებულია 1 და 2 ნოემბერს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG