Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ადასტურებს სირიაში საჰაერო დარტყმების დაწყებას


რუსეთი ადასტურებს, რომ მისი თვითმფრინავები ახორციელებენ იერიშებს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ხორციელდება საჰაერო დარტყმები იმ პოზიციების, ავტომანქანების და საწყობების წინააღმდეგ, რომლებიც, რუსეთის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს ეკუთვნის. ხოლო ამერიკელი ოფიციალური პირების მონაცემებით, რუსეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს დასავლეთ სირიის ქალაქ ჰომსის მახლობლად.

ცნობა საჰაერო ოპერაციების დაწყების შესახებ მოჰყვა რუსეთის პარლამენტის დასტურს სირიაში სამხედრო ძალის გამოყენებაზე. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ 30 სექტემბერს გამართული კენჭისყრისას ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაბამის წინადადებას.

პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა მიმართულია საჰაერო ძალების გამოყენებისაკენ: „საუბარია რუსეთის ფედერაციის მხოლოდდამხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერაციაზე. როგორც უკვე განაცხადა ჩვენმა პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების სახმელეთო ოპერაციებში გამოყენება გამორიცხულია. და ოპერაციის სამხედრო მიზანია მხოლოდდამხოლოდ სირიის მთავრობის ჯარების ჰაერიდან მხარდაჭერა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში“.

რუსეთი თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის სირიაში, სადაც მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მეამბოხეებთან ოთხი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG