Accessibility links

რუსეთის წყალქვეშა ნავი სირიის სანაპიროსთან მივიდა


რუსეთის წყალქვეშა ნავი

"ინტერფაქსის" თანახმად, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი რუსეთის წყალქვეშა ნავი სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მივიდა. ცნობით, ფრთოსან რაკეტები იმავე ტიპისაა, რომლებსაც რუსეთის ხომალდები უშენდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს სირიაში ოქტომბრის შემდეგ. წყალქვეშა ნავი, „როსტოვ ნა დონუ“, რომელიც დიზელის საწვავით მუშაობს, ახლახან აიგო და გამოცდა გაიარა, რათა შავი ზღვის ფლოტს შეერთებოდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG