მწვანეში ჩაფლული ჰააგის გარეუბანი სხვენინგენი ჰოლანდიის ულამაზესი საზღვაო კურორტია. თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ 1995 წლიდან სწორედ აქ დაიდო ბინა გაეროს სასჯელაღსრულებითმა დაწესებულებამ, რომელშიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ კონფლიქტებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებში ეჭვმიტანილი მაღალი რანგის პირები. პატიმრები დილის 7 საათზე დგებიან და საღამოს 8.30 საათამდე შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ საცხოვრებელ არეალში, სადაც არის სამზარეულო, სპორტული დარბაზი და მოსასვენებელი ოთახი, - ამბობს გაეროს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელი, ოფიცერი ფრეიზერ გილმორი:
„ციხეში მათ აქვთ შესაძლებლობა, თუკი სურვილი აქვთ, თვითონ მოიმზადონ საჭმელი. დღის განმავლობაში პატიმრებს სამჯერ ეძლევათ საკვები, თუმცა შეუძლიათ საპატიმროში დამატებითი პროდუქტები შეიძინონ და რაციონს საკუთარი ულუფა დაამატონ. განაწესის მიხედვით, ყოველდღე შეუძლიათ ისეირნონ სუფთა ჰაერზე ანდა ივარჯიშონ. არსებობს ასევე წრეები, რომლებშიც პატიმრები სურვილისამებრ ეწერებიან და მონაწილეობას იღებენ. ძირითადად, პატიმრების უმრავლესობა ამჯობინებს, მეტი დრო თავიანთი სასამართლო საქმეების განხილვის სამზადისზე დახარჯოს“.
გაეროს ამ საპყრობილეში სხვადასხვა დროს წინასწარ პატიმრობაში 141 პირი იმყოფებოდა. მათ საქმეებს ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი (ICTY) განიხილავდა. ამ საპატიმროში იმყოფებოდა და გარდაიცვალა სერბიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, აქ იმყოფებიან და ჰააგის ტრიბუნალის წინაშე დასაცავი გამოსვლისათვის ემზადებიან ბოსნიელ სერბთა ლიდერები რადოვან კარაჯიჩი და რადკო მლადიჩი. განაწესის თანახმად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებს ეძლევათ მცირე თანხა, რომლითაც ისინი ოჯახის წევრებთან საუბრის საფასურს იხდიან ანდა იძენენ დამატებით საკვებს. მათ საკნებში აქვთ ტელევიზორი და სატელიტის მეშვეობით შეუძლიათ ბალკანური არხების მიღებაც. როგორც გაეროს საპატიმრო დაწესებულების უფროსმა ოფიცერმა ფრეიზერ გილმორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყოფილ იუგოსლავიაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშულში ეჭვმიტანილი პირები წინასწარი პატიმრობის განმავლობაში ახლობლებთან შეხვედრის უფლებითაც სარგებლობენ:
„ჩვენ საკმაოდ ხელგაშლილები ვართ ვიზიტისათვის განკუთვნილი მომსახურების მხრივ. თუკი თქვენ რომელიმე ქვეყნის იურისდიქციას გადახედავთ, აღარაა იშვიათობა, როდესაც ასეთ საქმეებზე დაპატიმრებულ თუ მსჯავრდებულ პირს კვირაში მხოლოდ მაქსიმუმ ერთი საათით აქვს ახლობლებთან შეხვედრის უფლება. ჩვენ კი ყოველი ოცდაათი დღის განმავლობაში 7 დღით უწყვეტად ვაძლევთ პატიმარს ოჯახის წევრებთან შეხვედრის ნებას. აქ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ასევე კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მანძილი, რომლის დაფარვაც საყვარელი ადამიანის სანახავად მიმავალ ოჯახის წევრებს უხდებათ“.
გაეროს ამ საპყრობილეში სასამართლოს მოლოდინში ამჟამად 26 პატიმარი იმყოფება. მანამდე ციხე დატოვა რამდენიმე მნიშვნელოვანმა პატიმარმა, მათ შორის, ყოფილი იუგოსლავიის არმიის შტაბის უფროსმა მომჩილო პერიშიჩმა. მას კაცობრიობის წინაშე ბოსნიასა და ხორვატიაში ჩადენილ დანაშაულებში ედებოდა ბრალი. თუმცა ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომამ (ICTY) თებერვალში გენერალს ეს ბრალდება მოუხსნა. ბრალდება მოეხსნათ ასევე სერბიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს იოვიცა სტანისიჩსა და მის მოადგილეს, ფრანკო სიმატოვიჩს. საერთაშორისო მოსამართლეთა ასეთ გადაწყვეტილებას სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა. მედიაში გაჟონა ტრიბუნალის მოსამართლის ფრედერიკ ჰარჰოფის წერილმა, რომელშიც ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ იყო საუბარი. თუმცა ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი, ბელგიელი იურისტი სერჟა ბრემერტსი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ ოზვიაკი ესაუბრა, სასამართლოზე პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს:
„არა, ამას მე ხშირად ვამბობ: 20 წლის სტაჟის მქონე პროკურორი ვარ და არასოდეს მიგრძვნია ისე დამოუკიდებლად თავი, როგორც ვგრძნობ ჩემი ამჟამინდელი ფუნქციების პირობებში, რაც, პროკურორის პოზიციიდან, ძალიან დამოუკიდებელი მდგომარეობაა. იოლი არაა, როდესაც ისეთი პირის მიმართ გამოგაქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის სისხლისსამართლებრივ დევნასაც ახორციელებ. მაგრამ ეს ხდება ჩემს ოფისთან კავშირში, რაც ყოველთვის გულისხმობს კონტაქტებს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომლის მხრიდან ეს უფრო მეტად დახმარებაა, ვიდრე ზეწოლა, როდესაც საქმე განსაკუთრებით მიმალვაში მყოფი პირების დაპატიმრებას შეეხება. საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროკავშირის ასეთი დახმარებისა და ზეწოლის გარეშე დღესაც მიმალვაში მყოფი პირების ძებნაში ვიქნებოდით“.
მაგრამ, ასეა თუ ისე, ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი (ICTY) თანდათან წყვეტს არსებობას და მალე მის ფუნქციებს გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმი (MICT) შეითავსებს. სწორედ გაეროს ამ ახალი მექანიზმის ფარგლებში გააგრძელებს არსებობას ჰააგის გარეუბან სხვენინგენში მდებარე გაეროს წინასწარი პატიმრობის დაწესებულება, სადაც მძიმე დანაშულში ბრალდებული ათობით პირი იმყოფება ტრიბუნალის გადაწყვეტილების მოლოდინში.