Accessibility links

საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი

პრეზიდენტის არჩევნების განმეორებითი ტური მიმდინარეობს საფრანგეთში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. მიჩნეულია, რომ საფრანგეთი ირჩევს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მომავალსაც - დარჩეს ევროკაშირის წამყვანი ქვეყანა, თუ დაადგეს კავშირიდან გასვლის, ანუ „ფრექსიტის“ - გზას. პროევროპული პლატფორმის დამცველია ცენტრისტი პოლიტიკოსი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში მცირედით აჯობა ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსს, საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ულტრანაციონალისტ ლიდერ მარინ ლე პენს. 48 წლის მარინ ლე პენი მკაცრად აკრიტიკებს მის 39 წლის მეტოქეს, მაკრონს, რომელსაც საჯარო გამოსვლებში წარმოადგენს, როგორც ისლამისტური ფუნდამენტალიზმის მიმართ რბილად განწყობილ გლობალისტს, რომლის პოლიტიკა, ლე პენის აზრით, საშიშია საფრანგეთისათვის. თავის მხრივ მაკრონმა მარინ ლე პენს „სიცრუის დიდი ქურუმი“ უწოდა. არჩევნებამდე ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მაკრონს მხარს უჭერს ელექტორატის 62, ლე პენს კი - 38 პროცენტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG