20 აპრილს საქართველოს მთავრობის წევრებმა მოიწონეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საგადასახადო ტვირთის შემცირებას ითვალისწინებს. რას ემსახურება მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა და რამდენად დროულად პასუხობს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ეკონომიკის სტიმულირებას? ამ თემებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი და გიგლა მიქაუტაძე, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორი.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.