Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის პირველ ნახევარში


სარფი
სარფი

საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის უკვე წელიწადზე მეტია ჩინეთი იკავებს ადგილს. 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთი მეორე ადგილზეა, პირველ და მესამე ადგილებს ტრადიციული მეზობლები - თურქეთი და რუსეთი - ინაწილებენ, ევროკავშირის წილმა კი ექსპორტში კვლავ 30 %-ს გადააჭარბა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

გადმოწერა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი რებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 822 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 234 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,6მლრდ. აშშ დოლარამდეა (8.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2,3მლრდ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 982.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1,3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 294,7 მლნ. აშშ დოლარი იყო (30,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი, დაახლოებით, 1 მილიარდი აშშ დოლარი (6.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.9 პროცენტი და იმპორტში 28.1 %.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 1,5 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 34.4 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 474.1 მლნ. აშშ დოლარი (61.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 მლრდ. აშშ დოლარი იყო (25.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.4 პროცენტი და იმპორტში 29.7 პროცენტი.

2017 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (731.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (518.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 216.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.4 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 84.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 285.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 222.4 მლნ. აშშ დოლარით ( იმპორტის 6.2 პროცენტი). მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 182.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.1 პროცენტი).

შესაბამისად, იმპორტ-ექსპორტის სტრუქტურა საქართველოში თითქმის უცვლელია და სიურპრიზები ამ თვალსაზრისით არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG