Accessibility links

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 19 მარტს შეიკრიბება


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის მოამზადებს. 24 მარტს ქართველი ფეხბურთელები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 27 მარტს კი იმავე არენაზე ესტონეთთან ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები 19 მარტს შეიკრიბება. ვაისის ოცდასამკაციან განაცხადში ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან მხოლოდ ერთი მოხვდა - ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძე, ოცდაორი ფეხბურთელი კი საკლუბო დონეზე უცხოეთში გამოდის. ნაკრებში ერთი დებიუტანტიცაა - ბელგიის „გენტის“ 18 წლის ნახევარმცველი დავით ჩაკვეტაძე.

ოცდასამკაციანი განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი).

სლოვაკმა სპეციალისტმა დამატებითი ათკაციანი სიაც ჩამოწერა. მასში ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებსაც გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი (ს.კ. რუსთავი,), უჩა ლობჟანიძე (ს.კ. სამტრედია), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), სანდრო კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (სლოვაცკო, ჩეხეთი).

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG