Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მუშაობა დაიწყო ეუთოს ოფისის მისიამ


დღეიდან საქართველოში მუშაობა დაიწყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მიმდინარე კამპანიას და კენჭისყრის დღეს დააკვირდება. 21 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების წინა პერიოდს მეთვალყურეობას უკვე უწევენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ. წინასაარჩევნო პერიოდს შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში აკვირდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მისი შეფასებით, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რჩება.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG