Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კომპანიების უმრავლესობა ზარალიანია


გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების მიხედვით, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვის ქვეშ მყოფ საწარმოთა უმრავლესობა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სახელმწიფო კომპანიებიდან მიღებული მოგება შეადგენს თითქმის 15 მილიონ ლარს, ხოლო ზარალი 483 მილიონ ლარზე მეტია.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მართვის ქვეშ იმყოფება 125 საწარმო, რომელთაგან კვლევის მომენტისთვის ფუნქციონირებდა მხოლოდ 64, დანარჩენი კი მიეკუთვნება უმოქმედო საწარმოთა რიცხვს. ეს არის ის კომპანიები, სადაც „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ფლობს 50 %-ზე მეტ წილს, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში კი - 75 %-ზე მეტს. არის უამრავი სხვა საწარმოც სახელმწიფოს უფრო ნაკლები წილობრივი მონაწილეობით, რომელთა ფინანსური მდგომარეობის ანალიზი ამ კვლევაში არ მოხვდა.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG