Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW მარიამ ვალიშვილთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW მარიამ ვალიშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:30:38 0:00

ამ ორიოდე კვირის წინ საქართველომ და რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, „გაზპრომმა“ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სომხეთისთვის განკუთვნილი გაზის ტრანზიტის საფასურს საქართველო მიიღებს არა ნედლეულის, ანუ ბუნებრივი აირის, არამედ ფულადი ანაზღაურების სახით. ახალი შეთანხმებით განსაზღვრული თანხა ბევრად ნაკლებია, ვიდრე იმ გაზის ღირებულება, რომელსაც საქართველო უწინდელი ხელშეკრულებებით იღებდა. მაშ, რატომ დათმო საქართველომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე წამოყენებული ორივე მთავარი პირობა? რა ულტიმატუმით გამოვიდა რუსეთი მოლაპარაკებებზე? რა პასუხი აქვს საქართველოს მთავრობას რუსეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთა პოზიციაზე, რომ შეთანხმების პირობების ცვლილება „გაზპრომისთვის“ პოლიტიკურად არის ხელსაყრელი, რათა მსოფლიოს საქართველოს ბაზარზე დაბრუნება აჩვენოს? მაინც როგორია იმ ფულადი ზარალის ოდენობა, რომელიც საქართველოს მიადგება? რატომ არის მთელი ხელშეკრულება გასაიდუმლოებული და სად ინახება დოკუმენტი? რატომ ელაპარაკება ენერგეტიკის მინისტრი მეტი გამჭვირვალობის მოწოდებით გამოსულ მოქალაქეებს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით? ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება გადაცემა ინტერVIEW-ს წამყვანს სალომე ასათიანს.

XS
SM
MD
LG