Accessibility links

მთიან ყარაბაღში განახლდა სამხედრო მოქმედებები


შეტაკებები მთიან ყარაბაღში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მწვავე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან. მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში. სომხეთის შეიარაღებული ჯარები აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მსხვილმასშტაბიანი იერიში წამოიწყეს ტანკების, მძიმე არტილერიისა და სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის სამხედროთა თქმით, წუხელ თავდაპირველად მათს პოზიციებს გაუხსნეს „ინტენსიური ცეცხლი“ ფრონტის წინა ხაზზე და აზერბაიჯანის არმია იძულებული გახდა, საპასუხოდ „სასწრაფო ზომებისთვის“ მიემართა. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ მას ეთნიკური სომხები აკონტროლებენ.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, მთიან ყარაბაღში ბრძოლების შედეგად აზერბაიჯიანის 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. იტყობინებიან ასევე, რომ სომხურ პოზიციებზე იერიშისას აზერბაიჯანის მხარემ დაკარგა ერთი ვერტმფრენი მი-24 და ერთი ტანკი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს ზოგიერთ სტრატეგიულ მაღლობსა და დასახლებულ პუნქტზე კონტროლი.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მოკლულია 18 ეთნიკური სომეხი სამხედრო. გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი - 12 წლის ბიჭი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ესაა ყველაზე სერიოზული სამხედრო ესკალაცია 1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ და მან საერთაშორისო შუამავლებს - აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთს - მოუწოდა, სასწრაფოდ ჩაერთონ კონფლიქტის მოგვარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG