Accessibility links

სამოქალაქო აქტივისტი იუსტიციის სახლში მის დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს


23 წლის სამოქალაქო აქტივისტი ესმა გუმბერიძე იუსტიციის სახლში მის დისკრიმინაციაზე ჩივის და, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს. მას სხვა შშმ ქალებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნება სურდა, მაგრამ იუსტიციის სახლში უსინათლობის გამო დოკუმენტზე ხელი არ მოაწერინეს.

ორი წელია, რაც ესმა გუმბერიძე თანადამფუძნებელია საინიციატივო ჯგუფისა “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”. ის შშმ ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვის. უნდოდა წამოწყებისთვის ორგანიზაციის სახე მიეცა და ჯგუფის წევრებთან ერთად რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლს მიმართა. ესმას გარდა, ხელი ყველა დამფუძნებელს მოაწერინეს.

ესმა გუმბერიძე:

“როდესაც ჩემი ჯერი მოვიდა, ოპერატორმა იკითხა, თუ როგორ გავეცნობოდი ტექსტს. ვუთხარი, რომ ვიცნობდი წარდგენილი ტექსტის შინაარსს, მაგრამ მან თქვა, რომ ხელს ვერ მოვაწერდი და ამისთვის დედაჩემი მოიყვანეს.

რამდენიმე დღეში ჩვენი განცხადება დახარვეზდა. განმარტებული იყო, რომ იუსტიციის მინისტრის 2010 წლის ბრძანებით, უსინათლოს მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერა ორი გზით ხდება:

  • ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერა უნდა წარადგინო.
  • ან უსინათლომ ხელი უნდა მოაწეროს ბრაილის შრიფტით დაწერილ ტექსტს.

ვიცოდი, რომ იუსტიციის სახლს აქვს ბრაილის პრინტერი. მოვითხოვე

შესაძლებელია შშმ პირს არ სურდეს მისი პერსონალური ინფორმაცია მისაწვდომი იყოს სხვა პირისთვის, ამიტომ არის, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების დამოუკიდებლობისთვის სერვისების ხელმისაწვდომობა, რისი ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ელექტრონული ხელმოწერა, რაც დღეს მოწესრიგებული არ არის...
ანა სალაძე

ამოებეჭდათ დოკუმენტის ტექსტი, მაგრამ ვერ ამობეჭდეს, რადგან პრინტერი ტექნიკურად გაუმართავი იყო. უსინათლოების 95 %- მა არც იცის ბრაილი. რა უნდა ქნან მათ?!“

ესმას თქმით, ნოტარიუსთან მისვლა დამატებით თანხებსა და დროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, უსინათლოს უწევს მიიყვანოს ორი მოწმე, ვინც ნოტარიუსის თანდასწრებით წაუკითხავს ტექსტს და ხელსაც მის მაგივრად მოაწერს, რაც კიდევ ერთი ბარიერია. როგორც თავად ამბობს, მსგავსი პრობლემა შეექმნა იმ არაერთ უსინათლოს, ვინც ორგანიზაციას აფუძნებდა.

ესმამ იუსტიციის სახლში მოითხოვა წესდების ელექტრონული ფოსტით გამოგზავნა, რადგან ტექსტის აღქმაში მას ხმოვანი პროგრამა ეხმარება და ადვილად შეძლებდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობას:

„იქვე გავეცნობოდი ტექსტს და დავუბრუნებდი კომპიუტერში აკრეფილ წერილობით პასუხს, რომ თანახმა ვარ და ნებას ვაფიქსირებ. შეეძლოთ ამოებეჭდათ და ხელმოწერის მაგივრად დაერთოთ წესდებისთვის, რაზეც მითხრეს, რომ იუსტიციის სახლს მეილით კომუნიკაციის პრაქტიკა არ აქვს“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი, ანა სალდაძე, იცნობს ესმას საქმეს და რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს:

შესაძლებელია შშმ პირს არ სურდეს მისი პერსონალური ინფორმაცია მისაწვდომი იყოს სხვა პირისთვის, ამიტომ არის, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების დამოუკიდებლობისთვის სერვისების ხელმისაწვდომობა, რისი ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ელექტრონული ხელმოწერა, რაც დღეს მოწესრიგებული არ არის.

კონვენცია იერარქიულად დგას ყველა კანონზე მაღლა. ასევე არის კონსტიტუცია, შემდეგ არის საერთაშორისო ხელშეკრულებები, ამიტომ სახელმწიფო ორმაგად უნდა ცდილობდეს კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვას“.

ჩვენი პლატფორმა მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხის ადვოკატირება, რადგან 2014-2015 წლიდან იუსტიციის მინისტრი გვპირდება ხელმოწერისა და ტექსტის გაცნობის მოქნილი სისტემის შემუშავებას...
ესმა

ესმამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის სახელზე განცხადება დაწერა, სადაც განმარტებას ითხოვს, თუ რატომ უთხრეს უარი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხელმოწერის დაფიქსირებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბრაილის შრიფტით ტექსტის ამობეჭდვაც ვერ მოხერხდა, ის სიტუაციას დისკრიმინაციად აფასებს.

იუსტიციის სახლიდან ესმა პასუხს 23 აპრილის ჩათვლით ელოდება და, როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ გადაწყვეტს, მიმართოს თუ არა სასამართლოს.

„ჩვენი პლატფორმა მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხის ადვოკატირება, რადგან 2014-2015 წლიდან იუსტიციის მინისტრი გვპირდება ხელმოწერისა და ტექსტის გაცნობის მოქნილი სისტემის შემუშავებას, თუმცა ის დღემდე არ არის“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სახლს. უსინათლოებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, რადიო თავისუფლების შეკითხვებს უწყება უახლოეს მომავალში დაამუშავებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG