Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სან-ბერნარდინოს ინციდენტის მონაწილე მხარდაჭერას უცხადებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს


კალიფორნიაში 14 ადამიანის მოკვლაში დადანაშაულებული ქალი, აშშ-ის ოფიციალური პირის თანახმად, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულებას ეფიცებოდა. ტელეარხ „სი-ენ-ენს“ უთხრეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა 4 დეკემბერს, რომ პაკისტანელმა თაშფინ მალიქმა ინტერნეტში გამოაქვეყნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის მხარდამჭერი იყო. მალიქი და მისი ქმარი, სეიედ ფარუქი დადანაშაულებული არიან, რომ 2 დეკემბრის თავდასხმისას, სან ბერნარდინოში, ისინი ისროდნენ. ამ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაიჭრა. ცოლ-ქმარი პოლიციამ მოკლა თავდასხმის შემდეგ. ცნობით, მართალია, მკვლელობა შეიძლება ინსპირირებული იყო „ისლამური სახელმწიფოს" მიერ, ეს არ არის მტკიცებულება იმისა, რომ უშუალოდ ეს ორგანიზაცია დგას აქტის უკან. სან ბერნარდინოს ინციდენტი 2012 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი იყო აშშ-ში, სადაც ხშირია ცეცხლსასროლი იარაღით მასობრივი მკვლელობები. ფარუქი აშშ-ში იყო დაბადებული, პაკისტანელი მშობლების ვაჟი იყო, მისი ცოლი, მალიქი საუდის არაბეთში ცხოვრობდა, სანამ ფარუქზე დაქორწინდებოდა ორი წლის წინ. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG