Accessibility links

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანს მიმართავს ქურმუხის ტაძრისადმი „მიუღებელი“ დამოკიდებულების თაობაზე


საქართველოს საპატრიარქომ მიმართვა გაუგზავნა აზერბაიჯანის ხელისუფლებას საინგილოში მდებარე ეკლესიის მიმართ მიუღებელი დამოკიდებულების გამო. როგორც საპატრიარქოს წერილშია აღნიშნული, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია arb-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“. „ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში“ - , ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვაში. საპატრიარქო აზერბაიჯანის საერო და სასულიერო ხელისუფლებებს მიმართავს თხოვნით, მიიღონ დროული ზომები „არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG