Accessibility links

site logo site logo

საპროტესტო გამოსვლები მოლდავეთში


მოლდავეთის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა გამართეს კარვების ქალაქი და გამოაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ათეულათასობით ადამიანი შეუერთდა კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე კვირას მოწყობილ დემონსტრაციას, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტის, ნიკოლაე ტიმოფტის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. მათი მოთხოვნა ეხება ასევე მოლდავეთის ცენტრალური ბანკის და გენპროკურატურის მაღალი რანგის თანამდებობის პირების გადადგომას. გამოსვლების ფონია ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაფლანგვა ეკონომიკურად ღარიბი მოლდავეთის სამი ბანკიდან. ეს თანხა მოლდავეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტზე მეტს უდრის. დემონსტრაციის ორგანიზატორები თავს „ღირსების და სიმართლის“ გაერთიანებას უწოდებენ. მათ 30 კარავი დადგეს კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე. პოლიციის შეფასებით, კვირის დემონსტრაციაზე 60 ათასი კაცი იყო მისული.

საპროტესტო გამოსვლები მოლდავეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG