Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ადამიანი გაჭირვებაში" ჩეხეთსა და საქართველოში


თეონა ფურცხვანიძე, ნანა ფერაძე და ანა ქოჩუა
თეონა ფურცხვანიძე, ნანა ფერაძე და ანა ქოჩუა

ამ დღეებში პრაღაში სტუმრობს საქართველოს დელეგაცია, რომელიც ჩეხეთში დაფუძნებულმა ერთ-ერთმა წამყვანმა, ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიწვია. ეს ორგანიზაცია, "ადამიანი გაჭირვებაში", 1992 წლიდან არსებობს და უკვე ათობით ქვეყანაში მუშაობს ძირითადად ჰუმანიტარული პროფილით, დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვით და განვითარების გრძელვადიანი პროექტებით.

გადმოწერა

უკვე 10 წელია „ადამიანი გაჭირვებაში“, რომელსაც ხშირად აბრევიატურით მოიხსენიებენ, როგორც „PIN“-ს, საქართველოშიც მუშაობს და აი, საქართველოში ამ ორგანიზაციის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პრაღას ესტუმრნენ ჩეხეთის გამოცდილების გასაზიარებლად. ყველა ეს ადამიანი საქართველოში ჩართულია ორგანიზაციის სოციალურ პროექტში, რომელიც საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ჩვენ "მეათე სტუდიაში" მოვიწვიეთ პრაღაში მყოფი დელეგაციის სამი წევრი - თეონა ფურცხვანიძე, ნანა ფერაძე და ანა ქოჩუა. თავდაპირველად თეონა ფურცხვანიძეს, პროექტის სათემო კოორდინატორს ხონსა და ტყიბულში, ვთხოვე მოეთხრო პროექტსა და სათემო კოორდინატორის საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG