Accessibility links

„სათამაშოების უსაფრთხოება საქართველოში არ მოწმდება“


ლია თოდუა, თამუნა ისაკაძე

არც ერთი სათამაშო, რომელიც საქართველოში იყიდება, ლაბორატორიულად შემოწმებული არ არის და არც ბაზრის ზედამხედველობის სამსახური არსებობს, რომელიც შეისწავლიდა რამდენად უვნებელია ჯანმრთელობისათვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი სათამაშო, - ამბობს ორგანიზაცია „მომხმარებელი გეს“ ხელმძღვანელი ლია თოდუა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში 2019 წლისთვის უნდა შეიქმნას სათამაშოების ბაზრის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ სანამ ეს მექანიზმი ამოქმედდება, რითი თამაშობენ ბავშვები და აქვს თუ არა მნიშვნელობა სათამაშოს მახასიათებლებს ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის - ამ საკითხებზე სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ ორგანიზაცია „მომხმარებელი გეს“ ხელმძღვანელი ლია თოდუა და ფსიქოლოგი თამუნა ისაკაძე. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG