Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დონდუა: საქართველო აქტიურად განიხილება ნატოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში


დავით დონდუა
დავით დონდუა

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის დაინტერესებული ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თავისი წევრების თანამშრომლობაზე. იუნკერმა ეს აზრი გამოთქვა 9 ივნისს პრაღაში თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, პრაღის კონფერენციაზე რამდენჯერმე ახსენეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, თუმცა ევროპის ლიდერებს არაფერი უთქვამთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე, რომელსაც იმავე სახელწოდების წიგნში ამერიკელმა დიპლომატმა და პოლიტოლოგმა რონალდ ასმუსმა უწოდა „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“. როგორ ეკიდებიან ევროკავშირის ლიდერები ბლოკის საზღვრებთან მიმდინარე საომარ კონფლიქტებს? რა აკავშირებს საქართველოს ევროპის ერთიან თავდაცვასთან? და მართლა გაქრა თუ არა საქართველოს ოკუპაციის თემა მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგიდან? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე დავით დონდუა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო პრაღის საერთაშორისო კონფერენციაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG