Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეშელავა Doing Business 2018-ის შესახებ


დავით კეშელავა Doing Business 2018-ის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:21:15 0:00

2 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით კეშელავა, თსუ-ს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა მსოფლიო ბანკის ანგარიშზე "ბიზნესის წარმოება 2018" (Doing Business 2018). დავით კეშელავამ განმარტა ის თუ რა კატეგორიებით და რას აფასებს მსოფლიო ბანკი ამ ანგარიშით. მკვლევრის თქმით, ეს დოკუმენტი ასახავს არა მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობას, არამედ მხოლოდ ერთ მცირე ასპექტს ეკონომიკისა - რამდენად თავისუფალია ბარიერებისგან ბიზნესის დაწყება და წარმართვა ქვეყანაში, რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს გამოცხადებული და რა ტიპის რეფორმებს ახორციელებს ბიზნესის თავისუფლებისთვის. დავით კეშელავამ ილაპარაკა იმის შესახებ - ვის და როგორ ეხება ის წინსვლა, რაც Doing Business 2018-შია ასახული. მკვლევარი თვლის, რომ ეს რეიტინგი არის ერთ-ერთი (არა - მთავარი) ფაქტორი ინვესტორების ყურადღების მისაქცევად. დავით კეშელავამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ინვესტორი ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG