Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი არსოშვილი ე.წ. "ჭკვიან კამერებსა" და ჯარიმებზე


გიორგი არსოშვილი ე.წ. "ჭკვიან კამერებსა" და ჯარიმებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:26:56 0:00

1 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი არსოშვილი, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა ვიდეოჯარიმებისა აღსრულების ახალი წესისა და ე.წ. "ჭკვიანი კამერების" ამოქმედების შესახებ. გიორგი არსოშვილის თქმით, "ჭკვიანი კამერები" დააფიქსირებს საგზაო მოძრაობის ხუთი სახის დარღვევას: ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებას, საგზაო მოძრაობის ნიშნულის არდამორჩილებას და სიჩქარის გადაჭარბებას. ცენტრის დირექტორის განმარტებით, ის დამრღვევები, ვინც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) ჯარიმის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დაფარავს მას, 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. იმისათვის, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღოს მძღოლმა, ის უნდა დარეგისტრირდეს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებსაიტზე და შექმნას პირადი პროფილი და შეიტანოს იქ საკონტაქტო ინფორმაცია. თუკი დამრღვევი SMS-ის მიღებიდან 10 დღეში არ გადაიხდის ჯარიმას, მას ქვითარი ფოსტით გაეგზავნება. თუკი პირველ გაგზავნაზე ქვითარი ვერ ჩაბარდება ადრესატს, მეორედაც გაიგზავნება ფოსტით. თუკი ამის შემდეგაც ვერ მოხერხდება ჯარიმის ქვითრის დამრღვევისთვის ჩაბარება, შსს თავის ოფიციალურ ვებსაიტზე police.ge-ზე განათავსებს ვიდეოჯარიმას. განთავსებიდან 1 თვის თავზე ვიდეოჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და დგება მისი გადახდის ვალდებულება. გიორგი არსოშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 3000 ე.წ. "ჭკვიანი კამერის" დამონტაჟება საქართველოს შვიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ხაშურსა და ზესტაფონში და ყველგან, სადაც განთავსდება კამერა, იქნება საინფორმაციო ნიშანი. რაც შეეხება, "ჭკვიანი კამერების" მიერ ჩაწერილი ინფორმაციის საგამოძიებო დანიშნულებით გამოყენებას, ის დაცულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით" და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი მისი საგამოძიებო დანიშნულებით გამოყენება.

XS
SM
MD
LG