Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა ხატიაშვილი უცხოელი ტურისტების უსაფრთხოების შესახებ


გოგა ხატიაშვილი უცხოელი ტურისტების უსაფრთხოების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:12:20 0:00

17 აგვისტოს “თავისუფლების დილის” სტუმარი იყო გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში საკმაოდ გახშირდა თავდასხმები უცხოელ ტურისტებზე. მხოლოდ გასულ თვეებს რომ გადავხედოთ, 12 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს ამერიკის მოქალაქე ტურისტი; 13 აგვისტოს ირანიდან ჩამოსული ტურისტი დაიღუპა ანაკლიაში; 2 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა ინფორმაცია სვანეთში ყაზახი ტურისტის დაკარგვის გამო; 25 ივნისს სიღნაღში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩეხი ტურისტის გაუპატურება ედება ბრალად. ასეთი ცალკეული შემთხვევები სტატისტიკისთვის დასაფიქრებელ ციფრებს ქმნის. შსს-ს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულია უცხო ქვეყნების 513 მოქალაქე. 2016 წლის მონაცემები უწყებას ამ დროისთვის შეჯამებული არ აქვს. როგორ იცავს საქართველო მის ტერიტორიაზე შესული ხალხის უსაფრთხოებას, რა შეიძლება გაკეთდეს ტურისტების დაცვისათვის და როგორი შეიძლება იყოს დანაშაულის პრევენციის ეფექტიანი ფორმები, საჭიროა თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დანაშაულებისთვის დამატებითი განსაზღვრებების შემოტანა საკანონმდებლო სივრცეში და გარდა სამართლებრივი მიდგომებისა, რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი მოსახლეობასთან უსაფრთხო გარემოს ჩამოსაყალიბებლად - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

XS
SM
MD
LG