Accessibility links

ვის აძლევს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა


ლევან ნატროშვილი

პარლამენტი იწყებს მუშაობას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციებში პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წევრების დანიშვნის ახალი წესის შემოღებაა. ამ წესით კომისიაში წევრების დანიშვნა, საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პროპორციულად იქნება დამოკიდებული პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე. დეპუტატების მიერ მოწონების შემთხვევაში, ცვლილება ძალაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა. სხვა რა კავშირი არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და საარჩევნო კოდექსის მოსალოდნელ ცვლილებებს შორის და რამდენად უზრუნველყოფს ეს უკანასკნელი სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას? ამ თემაზე ნონა მჭედლიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერს, ლევან ნატროშვილს, ესაუბრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG