Accessibility links

რამდენიმე დღეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შევა სარჩელი, რომელშიც მოსარჩელეები შეეცდებიან არაპირდაპირ დაიცვან საქართველოს 200 000 მოქალაქის ინტერესები. საქმე შეეხება მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვების გზით გასულ წელს ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას, ანუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას, ითვალისწინებდა. მოსარჩელეები, მათ შორის „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, ფიქრობენ რომ პარლამენტმა კანონპროექტი პროცედურის უხეში დარღვევით გადადო გვერდზე. მამუკა კაციტაძეს საკონსტიტუციო სარჩელისა და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ნონა მჭედლიშვილი ესაუბრება.

please wait

No media source currently available

0:00 0:11:10 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG