Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიისა და კოსოვოს ლიდერები მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებენ

მოლაპარაკებები ბრიუსელში. მარცხნიდან: კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ისა მუსტაფა, კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი, ევროკავშირის ლიდერი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში ფედერიკა მოგერინი, სერბიის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი და სერბიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი.

სერბიისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებას შარშან დაძაბულობის გამწვავების შემდეგ ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდარ ვუჩიჩმა წუხელ დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში გაგრძელდება დიალოგი, რათა განიმუხტოს მხარეებს შორის დაძაბულობა. სერბიისა და კოსოვოს ლიდერების შეხვედრას უმასპინძლა ევროკავშირმა, რომელიც შუამავლობს მხარეებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. სერბიასაც და კოსოვოსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინის შეფასებით, შეხვედრა „ღია და ძალიან კონსტრუქციული“ იყო. მოლაპარაკების დაწყებამდე, კოსოვოს ლიდერები სერბიას ადანაშაულებდნენ კოსოვოს „დესტაბილიზაციის“ მცდელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG