რუსეთის მოძრაობა ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორის სერგეი უდალცოვისა და კიდევ ორი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. ამის საფუძველი გახდა დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია 2“, რომლის თანახმად, ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, სავარაუდოდ, ძალადობრივი გზით აპირებდა.
ფილმის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ უდალცოვი და რამდენიმე რუსი ოპოზიციონერი, უცხოეთიდან მიღებული ფულითა და ინსტრუქციებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალადობრივი გზით აპირებდნენ. ფილმში ნაჩვენებია ფარულად გადაღებული კადრები, რომლის თანახმად, უდალცოვი ინსტრუქციებს ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისგან იღებდა.
ნაწყვეტი ფილმიდან „პროტესტის ანატომია 2“: „გივი თარგამაძე თანდათან გადადის კონკრეტულ მითითებებზე, თუ რა უნდა გააკეთოს უდალცოვმა და როდის. რევოლუცია რუსეთში უნდა დაიწყოს ხელისუფლების ხელში ჩაგდებით ცალკე აღებულ რეგიონში, უფრო ზუსტად კი - კალინინგრადში.“
ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია იმ ინსტრუქციებისა, რომელთაც, ფილმის ავტორთა აზრით, რუსეთში რევოლუციის მოსახდენად იღე ბდა სერგეი უდალცოვი, ფულთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძისაგან. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა, 17 ოქტომბერს განაცხადა, გამოძიებას ეჭვი არ ეპარება ვიდეოჩანაწერების ავთენტურობაში:
„ამ გამოძიების შედეგების თანახმად, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს ვიდეომონტაჟის ნიშნები. დადგენილია, რომ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში გამოყენებულ - მათ შორის, ვიდეოთვალთვალის აპარატის მიერ გაკეთებულ - ფარულ ჩანაწერებში არსებული ხმა ეკუთვნის უდალცოვს. თავად შეხვედრა, რომლის ფრაგმენტებიც ფილმშია ნაჩვენები, 2012 წლის ივნისის მეორე ნახევარში ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შედგა.“
რაც შეეხება პროპაგანდისტულ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ის მეორე გმირს, გივი თარგამაძეს, იგი საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტს ედგა სათავეში. როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დაახლოებული პოლიტიკოსი, თარგამაძე ახალ პარლამენტშიც მოხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. როგორც უწინ, თარგამაძე მედიისათვის ამჯერადაც მიუწვდომელია, თუმცა მისი თანამებრძოლი პარლამენტში, დავით დარჩიაშვილი, გივი თარგამაძის მონაწილეობას სავარაუდო რუსულ რევოლუციაში კრემლის ინსინუაციად მიიჩნევს:
„არ ვიცი, ამ ინსინუაციაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს გარდა
იმისა, რომ თუკი ვინმეს აინტერესებს მშვიდობიანი, დემოკრატიული მოძრაობის გამოცდილება სხვა ქვეყნებში, ღმერთმა ხელი მოუმართოს. და რაღაც უკანონო ძალაუფლების ხელში ჩაგდებები, ეგ არც საქართველოში გაუკეთებია გივი თარგამაძეს და ახლა სად უნდა აკეთოს კიდევ, არ ვიცი.“
ქართველ პოლიტიკოს გივი თარგამაძესთან ნაცნობობას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ოთხშაბათს დაკითხვაზე დაიბარეს:
„ეს ხელისუფალთა შურისძიებაა ჩვენი აქტიურობისთვის. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ნუ გაჩერდებიან და აღშფოთება გამოთქვან ამის გამო.“
ლევ პონამარიოვმა, „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიდან“, უდალცოვის დაპატიმრება შეადარა 30-იანი წლების რეპრესიებს. ცუდი მოლოდინი აქვს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელს ლიუდმილა ალექსეევას, რომელიც ვარაუდობს, რომ სამართლებრივი დევნა შესაძლოა სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და უფლებადამცველებსაც დაემუქროთ.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ხელისუფლების შიში და შურისძიების გრძნობა“, - ამბობს ცნობილი რუსი უფლებადამცველი ქალი.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი უდალცოვსა და მის თანამებრძოლებს, ლეონიდ რაზვოზჟაევსა და კონსტანტინ ლებედევს, 48 საათით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ეს ხელისუფალთა შურისძიებაა ჩვენი აქტიურობისთვის. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ნუ გაჩერდებიან და აღშფოთება გამოთქვან ამის გამო...სერგეი უდალცოვი

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ხელისუფლების შიში და შურისძიების გრძნობა...ლიუდმილა ალექსეევა