23 აპრილს შესრულდა 450 წელი უილიამ შექსპირის დაბადებიდან. ინგლისელ დრამატურგსა და პოეტს, რომელიც მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად არის მიჩნეული, ეკუთვნის 1590-1613 წლებში დაწერილი 37 პიესა, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ენაზე. ამ ფოტოგალერეაში გაეცნობით მისი პიესების მიხედვით შექმნილი თეატრალური დადგმების ამსახველ, სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ სურათებს.
შექსპირის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
1
სცენა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლიდან "როგორც გენებოთ".
2
ლონდონის "ქრისტის" აუქციონის თანამშრომელს უჭირავს შექსპირის პიესების პირველი გამოცემის ეგზემპლარი. ეს წიგნი ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ უძვირფასეს კულტურულ ძეგლად ითვლება.
3
სცენა შექსპირის კომედიის, "უნაყოფო სიყვარულის", სპარსულენოვანი დადგმიდან.
4
ავღანელები თვალს ადევნებენ "უნაყოფო სიყვარულის" დადგმას, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სამეფო სასახლის ნანგრევებში განხორციელდა.
5
სცენა თეირანის ერთ-ერთ თეატრში დადგმული "მეფე ლირიდან".
6
ერაყელი მსახიობი, რომელიც ემზადება ბაღდადის ერთ-ერთ თეატრში დადგმულ სპექტაკლში - "დაემორჩილე ეშმაკს" - მონაწილეობის მისაღებად. დადგმას საფუძვლად უდევს შექსპირის ტრაგედია "ოტელო".
7
ერაყელი მსახიობები ბაღდადში, "ოტელოს" მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეპეტიციაზე.
8
სცენა სპექტაკლიდან "ზაფხულის ღამის სიზმარი", რომელიც მსახიობებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მეტროს ერთ-ერთ სადგურში გაითამაშეს.
9
"ზაფხულის ღამის სიზმრის" კიდევ ერთი დადგმის სამხრეთკორეელი მონაწილეები სიდნეიში (ავსტრალია).
10
სამხრეთ სუდანის ერთეატრისთ-ერთი მსახიობები რეპეტიციას გადიან ქალაქ ჯუბაში, შექსპირის მსოფლიო ფესტივალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.