Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: აშშ გამოეთიშება 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის შესახებ


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გამოეთიშება პარიზში 2015 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას კლიმატის თაობაზე. მისი თქმით, ამ ხელშეკრულებას ზიანი მოაქვს აშშ-ის ეკონომიკისთვის და ის იმუშავებს ახალი შეთანხმების გასაფორმებლად.

"საიმისოდ, რომ ჩემი გულწრფელი პირობა შევასრულო და დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, აშშ გამოეთიშება პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის შესახებ, თუმცა დაიწყებს მოლაპარაკებებს იმ მიზნით, რომ ან ხელახლა შეუერთდეს პარიზის ხელშეკრულებას, ან გაფორმდეს სრულიად ახალი შეთანხმება პირობებით, რომლებიც სამართლიანი იქნება აშშ-ისთვის, მისი ბიზნესებისთვის, მისი მშრომელებისთვის, მისი ხალხისთვის, მისი გადასახადების გადამხდელებისთვის" - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში 1 ივნისს.

ტრამპის კამათის საგნად ქცეული ამ გადაწყვეტილებით აშშ დაემატა ორად ორ ქვეყანას, სირიას და ნიკარაგუას, რომელიც არ მიერთებია პარიზის შეთანხმებას.

პარიზის ხელშეკრულება ითვალისწინებს ზომების მიღებას სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შესამცირებლად, რაც კლიმატური ცვლილებების შეზღუდვას ემსახურება. ტრამპი ხელშეკრულებიდან გასვლის პირობას დებდა საარჩევნო კამპანიის დროს და აცხადებდა, რომ შეთანხმება ვნებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს და ამცირებს სამუშაო ადგილებს.

ტრამპს მოკავშირე და სხვა ქვეყნების ლიდერები სთხოვდნენ დარჩენილიყო ხელშეკრულების ფარგლებში - რომელსაც 194 სხვა ქვეყანა აწერს ხელს.

XS
SM
MD
LG