აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ გასულ ორ წელიწადში, ე. წ. „სოციალური ჭრების“ ფარგლებს ზემოთ, უკანონოდ მოიპოვა 2 მლნ კუბურ მეტრამდე შეშა. მკაცრი კონტროლისა და საჯარიმო სანქციების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ახერხებს სათბობად გამოიყენოს უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა.
სპეციალისტების ინფორმაციით, შეშა მოსახლეობისთვის გასათბობად საჭირო რესურსის მხოლოდ 10 %-ს შეადგენს. სხვა რესურსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, მოსახლეობა იძულებულია შეშა კანონის გვერდის ავლით მოიპოვოს. რა ალტერნატივები არსებობს მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რათა ტყის ბუნებრივი რესური არ შეეწიროს გათბობას? ამ საკითხზე რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ მაია ჩხობაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, და რეზო გეთიაშვილი, "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება თბილისის სტუდიაში.
დაწერეთ კომენტარი