Accessibility links

შევინარჩუნოთ ევროკავშირის უვიზო რეჟიმი


ამ ეტაპზე საფრთხე იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, არ არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მომავალში, თუკი რომელიმე მიმღებ ქვეყანას შეაწუხებს, მაგალითად, მიგრანტთა დიდი ნაკადი ანდა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. ევროკომისია პირველ ანგარიშში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად, მეტწილად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვის შემდგომი ზრდა, თუმცა, ანგარიშის თანმხლები დოკუმენტის თანახმად, 2017 წლის მაისსა და ივნისში ევროკავშირის/შენგენის ზონის ცალკეულ ქვეყნებში საქართველოს უფრო მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. რატომ არა აქვს აზრი თავშესაფრის მოთხოვნას ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა იმისათვის, რომ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლის მონაპოვარი?

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG