Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი რუსი ჯაშუშის ავადმყოფობის მიზეზი კვლავ დაუდგენელია


სერგეი სკრიპალი სასამართლოში. რუსეთი, 2006 წლის 10 აგვისტო
სერგეი სკრიპალი სასამართლოში. რუსეთი, 2006 წლის 10 აგვისტო

ბრიტანეთის პოლიცია, რომელიც ყოფილი ჯაშუშის მოულოდნელ ავადმყოფობას იძიებს, აცხადებს, რომ ისინი მხედველობაში იღებენ საფრთხეებს, რომლებიც უცხო სახელმწიფოდან შეიძლება მოდიოდეს, კრემლმა კი მომხდარს „ტრაგიკული სიტუაცია“ უწოდა და მიანიშნა, რომ მზადაა ბრიტანეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.

ყოფილი რუსი ჯაშუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

  • ყოფილი რუსი ჯაშუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა.
  • სერგეი სკრიპალი „დაუდგენელ ნივთიერებასთან სავარაუდო შეხების“ შემდეგ გახდა ცუდად.
  • მომხდარმა ბრიტანეთში ასოციაციები გააჩინა ლიტვინენკოს მკვლელობასთან.
  • პოლიცია აცხადებს, რომ მოწამვლაზე ლაპარაკი ნაადრევია.

„მოსკოვი ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის“ - ასე უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა შეკითხვას, აპირებდა თუ არა რუსეთი გამოძიებასთან თანამშრომლობას. მან დასძინა, რომ რუსეთს მსგავსი მოთხოვნა არ მიუღია.

66 წლის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და 30 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს დასავლეთ ინგლისში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სკამზე. მათ მკურნალობენ "დაუდგენელ ნივთიერებასთან სავარაუდო შეხების" გამო. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სკრიპალი 2006 წელს რუსეთში დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო საიდუმლოებების ბრიტანეთისთვის გადაცემაში და 13 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. ის ერთ-ერთი იყო ოთხი პატიმრიდან, რომლებიც მოსკოვმა აშშ-თან ჯაშუშების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლა

პოლიციის წარმომადგენელ მარკ როულის განცხადებით, პოლიცია ამჟამად მოწმეების დაკითხვისა და ტოქსიკოლოგიური სამუშაოების პროცესშია.

მომხდარმა ბრიტანეთში ბევრს გაახსენა ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილი: რუსეთის უსაფრთხოების ყოფილი აგენტი 2006 წელს მოულოდნელად გახდა ავად და გარდაიცვალა 2006 წელს ლონდონში. ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ის რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმით მოწამლეს და რომ მისი სიკვდილის უკან რუსეთის მთავრობა იდგა.

მსგავსი რამ არ უნდა იყოს ახლა რუსეთის ინტერესებში...
იგორ სუტიაგინი

ამის მიუხედავად, გამოძიება აცხადებს, რომ სკრიპალის მოწამვლაზე ლაპარაკი ნაადრევია და ჯერ დასადგენია, რა მიზეზით გახდა ყოფილი ჯაშუში ავად. მართალია, ნივთიერება, რომელმაც გამოიწვია სკრიპალის ცუდად გახდომა, ოფიციალურად იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ექიმებს ძლიერ ოპიატ ფენტანილზე აქვთ ეჭვი.

იგორ სუტიაგინმა, რომელიც სკრიპალთან ერთად მონაწილეობდა ჯაშუშების გაცვლის ოპერაციაში და ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს, RTVI-ს უთხრა, რომ მომხდარის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს, მაგრამ მას ამაში ეჭვი ეპარება. „მსგავსი რამ არ უნდა იყოს ახლა რუსეთის ინტერესებში“, - თქვა მან.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG