Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ვერძეული: ნარკოდანაშაულზე სასამართლო ერთიანი სტანდარტით არ მსჯელობს


სოფო ვერძეული, EMC-ს პროგრამის დირექტორი
სოფო ვერძეული, EMC-ს პროგრამის დირექტორი

22 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სოფო ვერძეული „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა ანგარიშზე „ნარკოდანაშაულის განხილვა სასამართლოში - 2017 წლის ტენდენციები“.

საუბარი სოფო ვერძეულთან
please wait

No media source currently available

0:00 0:21:50 0:00
გადმოწერა

სოფო ვერძეულის თქმით, ნარკოდანაშაულის განხილვა სასამართლოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, თუმცა განაჩენების საერთო რაოდენობაში ეს ძალიან მცირე წილია. მაგალითად, 2016 წელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლით სასამართლოში განხილული საქმეებიდან 1948 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, მხოლოდ 8 საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი. ტენდენცია შენარჩუნდა 2017 წელსაც და 1846 გამამტყუნებელი და 16 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. გამამართლებელი განაჩენები სასამართლოს მეტწილად გახმაურებულ საქმეებზე გამოჰქონდა. 68 განაჩენის მიმოხილვით მომზადებული ანგარიშის თანახმად, ვლინდება, რომ საქართველოს მასშტაბით სასამართლოები სხვადასხვა სტანდარტით ხელმძღვანელობენ. მოსამართლეები საქმის ინდივიდუალური და კონკრეტული გარემოებების და მტკიცებულებების სათანადო ხარისხით შეფასებას არ ახდენენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG